მოდეგამის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სულიერებითა და სიხარულით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც საინტერესო სასკოლო ღონისძიება მიეძღვნა.

ეს დღე იქცა ტრადიციების გაცოცხლების ზეიმად. მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო რიტუალებზე, აღნიშნეს რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი, პასკა და როგორ ხვდებიან აღდგომას ოჯახები. მოზარდებმა საკუთარი ხელით შექმნილი სააღდგომო დეკორაციებიც გამოფინეს. 

სააღდგომო ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...