ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
23-04-2025

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამორჩეულად იზეიმეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს დედაენის დღის მნიშვნელობა, ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ხოტბა შეასხეს ჩვენი ენის სიდიადეს. 

განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები:

  • მოეწყო წიგნის კითხვის კვირეული;
  • ვიქტორინა;
  • კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;
  • მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები;
  • პატარებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით ილუსტრაციები შექმნეს;
  • მოეწყო საინფორმაციო ხასიათის საუბრები თემაზე - „ქართული ენა“;
  • გაჯღერდა შეფასებები, მარგალიტებად ქცეული გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...