კერძო სკოლა „ჰელიოსში“ დედაენის დღე არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა. საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ყველა კლასში გამოეხმაურნენ.
მათ შორის, უკვდავსაყოფად იაკობ გოგებაშვილის სიტყვებისა - „მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“,- Vა კლასის მოსწავლეებმა „დედაენის“ გარეკანის საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნა სცადეს.
ბავშვებმა წარმოსახვისა და კრეატიულობის გამოყენებით დახატეს ის, როგორ ხედავენ თავად ქართულ ანბანსა და ენის მნიშვნელობას.
შემოქმედებითი პროცესის პარალელურად მოსწავლეებმა ისაუბრეს 14 აპრილის – ქართული ენის დაცვის დღის – მნიშვნელობაზე. მათ გაიაზრეს, რომ ენა ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ენის სიყვარული და დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს დღესასწაული სწორედ ამ ღირებულებების ხაზგასმას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: