ალათუმანის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
24-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ალათუმანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებულ ლაურა ტონოიანის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე, აღნიშნეს რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი, ჯეჯილი, როგორ ხვდებიან აღდგომას ოჯახებში. 

პატარებმა მასწავლებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს და მას სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...