''ბოსტნეულთა ცილობა'' - გეზათის სკოლის შთამბეჭდავი პროექტი
06-12-2016

გეზათის სკოლაში უცხოური ენის კათედრამ რუსულ ენაზე განახორციელა პროექტი ,,Золотая осень“, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსული ენის მასწავლებელი ელიკო შუბლაძე.

პროექტში ჩართულნი იყვნენ V-IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებლები, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები. პროექტის ფარგლებში გამოვიდა კედლის გაზეთი და ჩატარდა ღონისძიება ,,Золотая осень“.

ოთახი, სადაც ღონისძიება ჩატარდა შექმნილი იყო ოქროსფერი შემოდგომის შესაბამისი გარემო. 

ღონისძიება გაიხსნა კედლის გაზეთის პრეზენტაციით, რომელიც გააკეთა მე-8 კლასის მოსწავლემ მარიამ გაბუნიამ. 

გაზეთში გაშუქებული იყო წერილები და ლექსები შემოდგომის შესახებ, მოსწავლეებმა რუსულ ენაზე წარმოადგინეს მონტაჟი „ბოსტნეულთა ცილობა“ თითოეული მონაწილე შესაფერის კოსტუმში იყო გამოწყობილი, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ღონისძიებას.

ღონისძიება დააგვირგვინა ექიმი „айболит-ის“ გამოჩენამ, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ბოსტნეულის ყველა დადებით თვისებებზე.

ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა. მან დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203