ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
უცხოური ენებისა და სახელმწიფო ენის კათერდის მასწავლებლებმა ერთობლივად მოაწყვეს პოეზიის საღამო სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მონაწილეებმა მხატვრულად წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე და სკოლაში ამაღლებული განწყობა და ზღაპრული ემოციები დაატრიალეს.
მოწაფეების შემდეგ კი ლექსი წაიკითხა ქართული ენისა და ლიტერატურის, უხუცესმა მასწავლებელმა ავთანდილ ქათამაძემ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საღამო გამოვიდა საინტერესო და სახალისო.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ავთანდილ ქათამაძე, ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე.
იხილეთ ფოტოები: