„მადლობა  ჩვენს  უნიჭიერეს მოსწავლეებს“... - ცაგერის საჯარო სკოლა ინტელექტუალური ვიქტორინის გამარჯვებულია
23-04-2025

​ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და მიღწეული შედეგებით მშობლიურ „ცოდნის ტაძარს“, ამაგდარ პედაგოგებს, მშობლებს სიამაყის საფუძველს უდავოდ უქმნიან. 

ამის დასტურია მუნიციპალური საგანმანათლებლო კონკურსი, სადაც ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს თანატოლებს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებს  შორის  გამართულ ინტელექტუალურ ვიქტორინაში გამარჯვებულია ქალაქ  ცაგერის საჯარო  სკოლის მოსწავლეთა გუნდი, ორგანიზატორთან - ვასილ ქარსელაძესა და  პროექტის მხარდამჭერებთან ერთად... ყველას  უღრმესი  მადლობა  და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უნიჭიერეს გოგონებს - ელენე  ლეთოდიანს, ნატა  ფუტკარაძეს, მარიამ  კორძაიას, მარი  მანაგაძეს, მარიამ  გურგუჩიანსა და ლიკა  ფუტკარაძეს“, - ასე გამოეხმაურნენ ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გამარჯვებას, რომელიც, სხვა ბევრი წარმატების საფუძველი გახდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...