გამორჩეულად აღინიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე - მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, დარგეს ხეები, მასწავლებლებმა კი მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: თამარ მელიქიძე და სუსან მკრტჩიანი.
მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება გარემოს დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს - გაუფრთხილდნენ დედამიწას.
ინფორმაციისთვის: 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
იხილეთ ფოტოები