22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
ასევე გამორჩიულად აღინიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის, ლეჟბადინის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე - როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგმა, საიდაია ქერიმოვამ აღნიშნა, აქტივობის ფარგლებში ბავშვებს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დღის შესახებ, ერთად გადაიღეს სამსახსოვრო ფოტოები, დარგეს ხეები და დაასუფთავეთ სკოლის ტერიტორია.
ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე, საკუთრი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს - გაუფრთხილდნენ დედამიწას.
იხილეთ ფოტოები: