ქართული ენის სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება ​გუდაურის საჯარო სკოლაში
23-04-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა ყველა ქართველისათვის. ამ დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 

გუდაურის საჯარო სკოლაში მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს. ასევე დაამზადეს ანბანი და კედლის გაზეთი. 

„დედაენა წმინდა წიგნია,“ დედასავით მშობლიური, საყვარელი და სათაყვანო. მისი სითბო შორეული ბავშვობიდან გვათბობს, გვმოძღვრავს, მზის სხივებივით გვინათებს ხვალინდელ დღეს. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ლექსები, მართლაც რომ  ოქროსხმიან სიმებადაა ამოხლართული, ამოქარგული“,- ასწავლის ბავშვებს პედაგოგი თამარ მწითური და დედაენის სიყვარულზე გვესაუბრება. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები იაზრებენ ამ დიდი განძის გავლენას, თითოეულმა წარმოთქმული სიტყვით გამოხატა მშობლიური ენისადმი სიყვარული“,-დასძენს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...