აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ჟდანოვის საჯარო სკოლაში
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში წინასააღდგომოდ საოცარი საზეიმო განწყობა დატრიალდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ანაჰიტ მარკოსიანის ინიციატივით, გამართეს ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „აღდგომა ჟდანოვაკანში

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი, ისაუბრეს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო სუფრის ტრადიციული კერძებს, რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად და სააღდგომო რიტუალებიც გაიხსენეს. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა ღონისძიება სიმღერითა და წითელი კვერცხების შეჭიდებით დააგვირგვინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...