ეფრემოვის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

22 აპრილს სკოლაში მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის სოციალური მულტფილმების ჩვენება გაიმართა, რომლებიც ეძღვნებოდა ისეთ თემებს როგორიცაა - კლიმატის ცვლილება, როგორ მოქმედებს ადამიანი ბუნებაზე, როგორც შევინარჩუნოთ ბუნება და სისუფთავე. ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია მოეწყო. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბუნების დაცვის გზებზე და აღნიშნეს, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

„ყველამ უნდა იფიქროს პლანეტა დედამიწის შენარჩუნებაზე, რადგან მსოფლიოში ყველაფერი ამოუწურავი არ არის“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...