„დედამიწა შველას ითხოვს!“ - ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და სხვა ეკოაქტივობები
23-04-2025

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ეკოაქტივობებით გამოეხმაურნენ. 

ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან - ანჟელა მარგველიანსა და თამილა ზვიადაურთან ერთად, აღნიშნეს მსოფლიო დღესასწაული. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები. ასევე შექმნეს პოსტერები გარემოსდაცვითი მოწოდებები და გააჟღერეს სლოგანები - „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „დედამიწა შველას ითხოვს!“

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...