პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო ეკოაქტივობებით აღნიშნეს 
24-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. 

ამ გარემოსდაცვით დღეს მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, იმსჯელეს ბუნების დაცვის გზებზე და აღნიშნეს, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

ბავშვებმა გამწვანების ღონისძიებაც მოაწყვეს და სკოლის ეზოც თემატურად მოხატეს. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...