„არასდროს დაყარო ნაგავი! იზრუნე გამწვანებაზე!“ - ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკორჩევები და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
24-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პლანეტაზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება. 

ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმსჯელეს გარემოს დაცვის გზებზე, გაეცნენ ინფორმაციას ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის საშუალებებზე.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს „რჩევების ყულაბა“. თითოეულმა ჩამოაყალიბა საკუთარი გარემოსდაცვითი რჩევა და მეგობრებს გაუზიარა. რჩევები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების სწორად მართვა -გადამუშავება, ტყისა და გარემოს დაცვა, გამწვანება და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა პოსტერებმა და ნახატებმა, რომლებშიც გამოხატული იყო გარემოზე მზრუნველობა და პასუხისმგებლობა.

ღონისძიებამ არა მხოლოდ გაუღრმავა ბავშვებს ცოდნა, არამედ შთააგონა, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი სახლია. 

ღონისძიების ბოლოს ბუნების აქტიურ ქომაგებს სამახსოვრო ბარათები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...