უჩმანის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი ჩატარდა
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. 

საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა, რაც ემსახურებოდა დედაენის დღის მნიშვნელობის გააზრებას და ქართული ენის სილამაზის ხაზგასმას. 

მათ შორის ჩატარდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი, რომელშიც მონაწილეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა მანუშაკ ხაჩატრიანმა სიგელები გადასცა

სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე პირველი კლასის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისათვის.

კონკურსს ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - მარიამ ჯვარიძემ და ჟენია თუმასიანმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...