ძიმითის საჯარო სკოლაში უძველეს ქართულ დამწერლობასაც სწავლობენ
22-06-2018
ძიმითის საჯარო სკოლაში ძველი ქართული ენის შემსწავლელი წრე „კაბადონის“ შექმნამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
წრეში მუშაობით მოსწავლეები ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს კარგად დაეუფლნენ.
ისინი უკვე ნუსხურად წერენ და კითხულობენ. მათ, ასევე, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.
ამ მხრივ მოსწავლეები როგორც ქართულ, ისე ბერძნულ წყაროებს გაეცნენ.
მოსწავლეებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია ცნობამ, რომ ქართული ანბანი შესულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში. ასევე, მათ გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ბოლოს კი, მათ ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს, რომლის სახელწოდებაც იყო: „ენის გარეშე ყველაფერი არაფერია“.
მოსწავლეებს ძირძველი დამწერლობის შესწავლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა სალუქვაძე ხელმძღვანელობს.