„დედამიწა ჩემი სახლია“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო გაკვეთილი 
24-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ. 

პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი თმაზე - „დედამიწა ჩემი სახლია“. მასწავლებელი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს შეახსენა, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ, მათ შორის გარემოსდაცვით თემებზე ნახატებში შექმნეს და სკოლის ეზო მოხატეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...