გორელოვკის N3 სკოლაში სპორტული ჩემპიონატი მიმდინარეობს 
25-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტული ჩემპიონატი აქტიურად, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

ჩემპიონატის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეები თავს არ ზოგავენ, რათა გუნდური სულისკვეთება, ფიზიკური გამძლეობა და თავდადება წარმოაჩინონ.

სპორტული აქტივობების მეორე ეტაპი მაგიდის ჩოგბურთს დაეთმო. შეჯიბრება საინტერესო აღმოჩნდა - მოსწავლეებმა დიდი მონდომება და ინტერესი წარმოაჩინეს.

ფინალურ მატჩში გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც დაჯილდოვდა. მას გადაეცა ჩემპიონატის გარდამავალი თასი, რაც მამოტივირებელი იყო როგორც გამარჯვებულისთვის, ისე ყველა მონაწილისთვის.

ჩემპიონატი გრძელდება და მოსწავლეებს კიდევ არაერთი შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი უნარების წარმოსაჩენად სხვადასხვა სპორტულ სახეობაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...