„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე პოსტერი შექმნეს 
24-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელ თეა კვასტიანის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე დაამზადეს პოსტერი და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

მოსწავლეებმა ნათლად გააცნობიერეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გაიზარეს, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...