ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს
24-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

17 აპრილს, ერკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა „მხიარულ სტარტებში“.

ღონისძიება მართლაც მხიარული, ემოციებითა და გულშემატკივართა ოვაციებით სავსე გამოდგა.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გრძელდება ოლიმპიადა სპორტის სხვა სახეობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...