ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
შესაბამისად, ურავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. „დედამიწა - ჩვენი ერთადერთი სახლია“- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და ხაზი გაუსვეს მისი დაცვისა და მოფრთხილების მნიშვნელობას,
მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და გულით მისწერეს წერილები დედამიწას, სადაც გამოხატეს სიყვარული, მადლიერება და მზრუნველობა.
გარდა ამისა, მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება, რომელმაც მოსწავლე-მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მეოთხე და მესამე კლასელმა ბუნების ქომაგებმა საზოგადოებისთვის ეკორჩევებიც არ დაიშურეს და გვიზიარებენ საკუთარ თვალთახედვას - როგორ ვიზრუნოთ და დავიცვათ ჩვენი პლანეტა.
აქტივობები პედაგოგ ლანა ჯელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტო- ვიდეომასალა: