ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ეკოაქტივობებით აღნიშნეს 
24-04-2025

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან 22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. 

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა

წელს სკოლა გარემოსდაცვით დღეს ეკოაქტივობებით შეუერთდა. 

სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, ხეები დარგეს. 

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მოსწავლეებთან ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და ბავშვებს შეხსენა რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ დედამიწას და აუხსნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

დღის ბოლოს მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები დაამზადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...