ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს
24-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ღისეულ მოქალაქეებს ზრიან და მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დედამიწის საერთაშორისო დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ. სკოლაში კვირეული გაიმართა, რომელმაც არაერთი ეკოაქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა. 

17 აპრილს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მეოთხე დღეს, მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. საერთაშორისო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...