ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად
24-04-2025

დედამიწის დღე ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

ეს თარიღი სკოლაში დაიწყო საინტერესო პრეზენტაციით - „დედამიწის დღე“. ღონისძიება ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვებით გაიხსნა: „შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისგან სესხულობ“.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დედამიწის დღის აღნიშვნა ხელს უწყობს იმის შეგნებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა და მოვლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც ბავშვებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად. ხეების დარგვა, ნაგვის შეგროვება და დახარისხება, ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა - სწორედ ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა უნდა გადადგას პლანეტის სასარგებლოდ.

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართეს დასუფთავების აქცია. მათ თავიანთი მაგალითით აჩვენეს, რომ გარემოზე ზრუნვა ყველას საქმეა და ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.

მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთვნენ თამაშში „მე ვიცავ დედამიწას“, დღის ბოლოს კი ასფალტზე ხატვის მეშვეობით გამოხატეს თავიანთი სათქმელი: „მოვუაროთ დედამიწას — ჩვენს საერთო სახლს!“

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...