ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს და უკეთ გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად დაეფიქსირებინათ საკუთარი როლი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება.
დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქტივობები ინგლისური ენის გაკვეთილზე ჩატარდა პედაგოგ თეა თოთაძის ხელმძღვანელობით და შემოქმედებითი ხასიათი მიიღო.
მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს. თითოეული ნამუშევარი ასახავდა მათ შეხედულებას ეკოლოგიური პრობლემების, კლიმატის ცვლილების, გადამუშავების საჭიროებისა და ბუნების დაცვის შესახებ.
პლაკატები გაფორმებული იყო ინგლისურენოვანი გარემოსდაცვითი მოწოდებებით.
გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას ისე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდას.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია და მათი პატარა ქმედებებიც კი შეიძლება დიდი ცვლილებების მიზეზი გახდეს.
იხილეთ ფოტოები: