„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა!“-ოზურგეთის N1 სკოლის მე-9 კლასელთა კლასის საათი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა
25-04-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასსწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას.

„აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა!“- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა მე-9 კლასში გამართულ კლასის საათს, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად ამაღელვებელი და ივავდროულად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

მათ, დამრიგებელ თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...