ვანის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა
24-04-2025

22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება დედამიწის დღე, რაც გარემოს დაცვის საჭიროებასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 VII კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დედამიწას ახლა განსაკუთრებით სჭირდება ადამიანების მხარდაჭერა და ზრუნვა.

დღევანდელი აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო ამ დღის აღსანიშნავად. მოსწავლეების ჩანაწერები გვაფიქრებინებს, რომ მომავალი თაობა უკვე მზადაა პლანეტის გადასარჩენად – ისინი აცნობიერებენ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და მზად არიან ქმედითი ნაბიჯები გადადგან უკეთესი მომავლისათვის.


იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...