ქართული ენის დღე ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში
24-04-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები დაგეგმეს პედაგოგებმა. გთავაზობთ სხვადსხვა კლასში გამართული აქტივობების ჩამონათვალს: 

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენის“ სადიდებლით დაიწყო გაკვეთილები მე-9 კლასებში. დამრიგებლების მ. ურუშაძის და ხ. კიწმარიშვილის ინიციატივით მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ისტორიული ინფორმაციები მიიღეს ქართული ენის დრის აღნიშვნის დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსწავლეებმა ქართული ანბანი ფერადი ფანქრებით, საკუთარი ინტერპრეტაციით მორთეს.

მე-51 კლასის პედაგოგის თეა ურუშაძის ინიციატივით ჩატარდა კლასის საათი, რომლის ფარგლებშიც დიმა თოფურიძის „ანიდან პოემდე“ ანდაზები ანბანის მიხედვით და პატარებმა შექმნეს ქართული ასოები და ახსნეს ანდაზების მთავარი სათქმელი.

ქართული ენის დღეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით სპექტაკლი „რა ფერისაა ქვეყანა“ დადგეს მე-8¹ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელია ხათუნა ქილიფთარი. სცენარის ავტორი მაიკო ღლონტია, მუსიკალური გაფორმება და სცენოგრაფია მაია თოთიბაძეს ეკუთნის, ქორეოგრაფია კობა დუნდუას მიერაა დადგმული. 

ქართული ენის დღე მიულოცა მე-3კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ნინო თალაკვაძემაც - „სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი, ბარაქიანი ქართული ენა!...“ 

14 აპრილს გაიმართა სკოლის მკითხველთა კლუბის წევრების მორიგი შეხვედრაც.

„ჩვენმა შეხვედრამ სიმბოლური სახელი მიიღო: „თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია“. შეხვედრაზე გაიმართა გულწრფელი და შთამბეჭდავი საუბრები ქართულ ენაზე  მისი მნიშვნელობისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შესახებ“, - დაწერა პედაგოგმა მარინა ტაბიძემ სეხვედრის შემდგომ. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...