საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში
24-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოწაფეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

ახლახან, პროექტის - „მე მკითხველი ვარ“ პროექტის ფარგლებში, გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები „მე და საზოგადოების“ მასწავლებლის და კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს ესტუმრნენ. 

მათ დაათვალიერეს წიგნების საცავი, სამკითხველო, საყმაწვილო ლიტერატურის განყოფილება და ამერიკული ცენტრი, სადაც რობოტიკის კუთხეც დაიპყრეს.

პატარებმა პირობა დადეს, რომ იმეგობრებდნენ წიგნებთან, „სიკეთის სერიული გამოცემიდან“ შეარჩიეს ლიტერატურა, რათა არდადეგები საინტერესოდ გაატარონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...