დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექტორი და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
დედამიწის დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო დასუფთავების საათი. მოსწავლეებმა, მასწავლებლებთა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს
„დედამიწა ჩვენი სახლია, ამიტომ ყველას პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ მას არ დავანაგვიანოთ და დავიცვათ ის, ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე და მოსწავლეებსაც ამ ღირებულებებზე ზრდის.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. საერთაშორისო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტოები: