დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით პროექტები ხორციელდება
22-06-2018
დუისის საჯარო სკოლის ოთხი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლების საგრანტო დაფინანსების პროგრამის - „თავისუფალი გაკვთილები“ ფარგლებში დაფინასდა. 

სკოლაში პროექტები - „წიგნიერება გადაგვარჩენს“, „სხვა რაკურსი“, „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და „ქართული ხმები“ ხორციელდება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტების განხორციელების მიზანი არის მოსწავლეთა ინტერესის სფეროს გამოკვეთა, შესაძლებლობების გამოვლენა და ამ მიმართლებით უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და კვლევა-ძიების უნარების განვითარება.

ოთხივე პროექტში ჩართულია VII-VIII კლასების 90 მოსწავლე.

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში სკოლამ 516 ლარის მხატვრული ლიტერატურა და 400 ლარის ბურთები შეიძინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203