აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში პოეზიისადმი მიძღვნილი ინსპირაციული გაკვეთილი ჩატარდა მე-6 კლასში. გაკვეთილს უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იზოლდა ცარციძე.
გაკვეთილი განსაკუთრებული სიყვარულითა და შთაგონებით იყო დამუშავებული, რითაც მასწავლებელმა შეძლო, ბავშვებში კიდევ უფრო გაეღვივებინა ინტერესი ქართული სიტყვისა და პოეზიის მიმართ. შეხვედრა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ემოციურად თბილი და გაზაფხულის დღესასწაულის შესაბამისი განწყობით იყო სავსე.
სკოლის საზოგადოება მადლობას უხდის იზო მასწავლებელს ამ ლამაზი დღისათვის, რომელშიც სიტყვამ, პოეზიამ და გულითადი ურთიერთობამ იზეიმა.
იხილეთ ფოტოები: