ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებული აქტივობით აღინიშნა. დღესასწაული მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და გარემოზე ზრუნვის იდეის პოპულარიზაციას.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად მცირე ღონისძიება გამართეს, რის შემდეგაც ერთობლივად მოუარეს სკოლის ეზოს – დაასუფთავეს ტერიტორია და პირადი მაგალითით აჩვენეს, სხვებს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პედაგოგების თქმით, მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ბავშვებში პასუხისმგებლობის განცდას აყალიბებს და გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: