აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება სახელწოდებით - „ენა დედაა ერისა“.
ენის სიყვარულითა და პატრიორტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგებმა მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობა შეახსენეს, ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი წიგნიერების გავრცელებაში.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, უკეთ გაიაზრეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ვიდეო: