ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სადღესასწაულოდ თემატური ნამუშევრები შექმნეს
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ორლოვკის საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მომავალი თაობების სულიერ განვითარებაზე - მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულებს და საკუთარი ხელით ასრულებენ თემატურ ნამუშევრებს.

ამჯერად, ისტ-ის პედაგოგის - ვენერა სეირანიანის ხელმძღვანელობითა და აქტიური ჩართულობით, ბავშვებმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ნივთები დაამზადეს - გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანეს, შექმნეს ფერადი ნამუშევრები, რომლებმაც სადღესასწაულოდ დაამშვენა საკლასო ოთახი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...