ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწალებლები დასავლეთ საქართველოს სარდლობის მეორე ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ
24-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის, ჭალადიდის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჭალადიდის საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს საგან „სამხედრო საქმის“ სწავლება, რომელიც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.

ახლახან ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, ესტუმრნენ დასავლეთ საქართველოს სარდლობის მეორე ქვეით ბრიგადას - ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სამხედროების ყოველდღიურ ცხოვრებას და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე.

„შეხვედრა პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეული და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...