ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ირმა მუკბანიანის ხელმძღვანელობით აღნიშნეს დედამიწის დღე. იმსჯელეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, შეავსეს კითხვარი - „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პლანეტაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია და საზოგადეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: