დედამიწის დღე ოყურეშის საჯარო სკოლაში – მოსწავლეების  შემოქმედებითი გზავნილები პლანეტას
24-04-2025

22 აპრილს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დაწყებითმა კლასებმა საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები აქტივობაში ჩაერთნენ თავიანთ პედაგოგთან, ნანა მამადაშვილთან ერთად.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებშიც გააჟღერეს თავიანთი დამოკიდებულება დედამიწისადმი და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ. პოსტერულმა ნამუშევრებმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობას და პატარების დიდ სიყვარულს პლანეტის მიმართ.

მასწავლებლის თქმით, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობასაც აძლიერებს მოსწავლეებში, რაც მომავალში სწორ გარემოსდაცვით ქცევებს აყალიბებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...