„დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“ - ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია კვათანის საჯარო სკოლაში
24-04-2025

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. 

შესაბამისად სკოლაში დედაენის დღეს მიეძღვნა კვირეული სახელწოდებით - „დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“. გაიმართა არაერთი ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ქართული ენის სილამაზის ხაზგასმასა და მისი როლის აღნიშვნას ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, გაიხსენეს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა გამოუცხადეს ბარბარიზმებს და აღნიშნეს ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...