კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას შეახსენეს, როგორ ვიზრუნოთ დედამიწაზე
25-04-2025

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს ​დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგის ჟანა კუპრავას ინიციატივით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად, დაფიქრებულიყვნენ საკუთარ როლზე ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს როგორ ვიზრუნოთ დედამიწაზე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...