ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ეს მასშტაბური გარემოსდაცვითი დღე მასწავლებელმა - ნათელა საღინაძემ მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. მოეწყო კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა გაიმართა. მათ შორის მოეწყო დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს. მოზარდებმა ასევე შექმნეს ხელნაკეთი გლობუსი.
პედაგოგმა ნათელა საღინაძემ მოსწავლეებს დედამიწის დღესთან დაკავშირებით მინილექცია ჩაუტარა.
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ჯოკ მაკკონელმა 1970 წლიდან შემოიღო ეს დღე, შემდეგ დენის ჯეისესმა 1970 შექმნა ორგანიზაცია და აპრილის ბოლო დედამიწის კვირეულად გამოაცხადა. 2015 წლიდან 195 ქვეყანამ დადო ხელშეკრულება ამ დღესთან დაკავშირებით.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: