ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში I კლასის გამოსაშვები ღონისძიება „ჰიმნი ქართულ ანბანს“ ჩატარდა, რომელიც მოსწავლეთა პატრიოტული ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, აგრეთვე მათ აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით და კულტურულ ღონისძიებებში.
ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის მადონა დვალის ორგანიზებით ჩატარდა, მუსიკალურად კი მუსიკის მასწავლებელმა ხათუნა გაბელაშვილმა გააფორმა.
მშობელთა ჩართულობის ამაღლების მიზნით მოწვეული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების კათედრის წევრი პედაგოგები და სკოლის დირექტორი.
„პატარების ნათქვამი თითოეული სიტყვა, ლექსი თუ სიმღერა გამსჭვალული იყო მშობლიური ენისა ქვეყნის სიყვარულით. აგრეთვე იმ წიგნისადმი სიყვარულით, რომელმაც წერა-კითხვასთან ერთად მეგობრობა, სიკეთე, მოყვასზე ზრუნვა და ერთმანეთის პატივისცემა ასწავლათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტო