წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო ეკოაქტივობებით აღნიშნეს
25-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პედაგოგები ახალ თაობას ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და არაერთ გარემოსდაცვით ინიციატივას სთავაზობენ. 

22 აპრილს, წესის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღის აღნიშვნის მიზნით მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი შექმნეს პოსტერი - „დედამიწის დღე“.

აქტივობის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან - ნათელა ნატმელაძესა და მაია ჯელაძესთან ერთად, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაციები,  ყურადღება გაამახვილეს დედამიწის დაცვის  აუცილებლობაზე. მორწყეს მცენარეები, გააფერადეს თემატური ნახატები და კიდევ ერთხელ მიულოცეს მსოფლიოს მასშტაბური გარემოსდაცვითი დღესასწაული. 

დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...