„სოციალური კატაკლიზმები და ქველმოქმედება მუსიკაში“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი 
28-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.  

22 აპრილს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-9 კლასში, ჩატარდა ღია გაკვეთილი მუსიკაში - მუსიკა საზოგადოებაში და საზოგადოება მუსიკაში.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ლამზირა ბოკუჩავა, რომელმაც მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართო. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - „სოციალური კატაკლიზმები და ქველმოქმედება მუსიკაში“.

გაკვეთილის მიზანი იყო თანამედროვე გამოწვევებისა და საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვაში მოსწავლის დახმარება.

ღია გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...