საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ესეების კონკურსი მიეძღვნა 
25-04-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ამჟამად, სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი - „შევისწავლოთ და დავიცვათ გარემო“, რომლის მორიგი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ჩატარდა ესეების კონკურსი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა იმდენად საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, რომ ჟიურის გამარჯვებულების გამოვლენა გაუჭირდა.

წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა სამი გამარჯვებული. სკოლის დირექციამ მათ გადასცა ფასიანი საჩუქრები. გარდა ესეებისა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარადგინეს ნახატები დედამიწაზე, თავისი გარემოსდაცვითი გზავნილებით.

„ნაყოფიერი, საინტერესო და ემოციებით დატვირთული აქტივობა გამოვიდა. მადლობა თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...