ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მასშტაბური გარემოსდაცვითი დღესასწაული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს. მათ ისაუბრეს, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი პლანეტა - დედამიწა. ასევე, როგორ გავუფრთხილდეთ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს და რა თქმა უნდა, ერთმანეთს.
მასწავლებელი ლელა კელენჯერიძე მოსწავლეებს ესაუბრა ამ დღის აღნიშვნის არსსა და დაარსების ისტორიაზე.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები: