ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მახაშის საჯარო სკოლის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგ ზოია კოპალიანის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია არდანიანმა, ელენე მუშკუდიანმა, გიორგი მეშველიანმა და ილია ცხვედიანმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება. აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. „დედამიწა ჩვენი სახლია!“- ერთხმად აღნიშნეს მათ.
დღის მეორე ნახევარი კი დასუფთავების აქციას დაეთმო. სკოლის ტერიტორიის გალამაზებაში ყველა მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღო.
სკოლაში მადლობას უხიდიან პედაგოგს საინტერესო ინიციატივისთვის და ახარებთ ბავშვების შემართება, დაიცვან გარემო.
იხილეთ ფოტოები: