ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მხარდამჭერ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ.
22 აპრილს მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად, დაფიქრებულიყვნენ საკუთარ როლზე ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.
სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, შემეცნებითი ნაწილი კი გარემოსდაცვითი აქტივობით დააგვირგვინეს და სკოლის ეზოში, მასწავლებლებთან ერთად ხეები დარგეს.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: