ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სიყვარულის, სითბოსა და პატივისცემის გაზიარებას ასწავლიან.
დადებითი ემოციების გამოხატვა, ურთიერთობების განმტკიცება, მეგობრობის, თანადგომის წახალისება და მოსწავლეებისთვის შთამაგონებელი, მხიარული გარემოს შექმნა სწორედ ეს გახლდათ, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-11 კლასში გამართული ღონისძიების მიზანი, რომელიც სავსე იყო ღიმილით, გულთბილი სიტყვებითა და განსაკუთრებული მომენტებით.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მაია ბელქანია ხელმძღვანელობდა.
„ერთად ვიზეიმეთ სიყვარული - ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით.
იხილეთ ფოტოები: